პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ – განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

12:08, 24.05.2021

ოპოზიციის ნაწილი იზიარებს აქციის ორგანიზატორების შეხედულებებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მათი განცხადებით, შესაბამისმა უწყებებმა გადაწყვეტილება ჰესის მშენებლობის პროექტზე ისე მიიღეს, რომ საზოგადოებისა და ადგილობრივების ინფორმირება არ მომხდარა.

მმართველი პარტიისთვის კი პროტესტის მონაწილეთა ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დედაქალაქის პიკეტირება დაუშვებელია. უმრავლესობაში კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არიან და აცხადებენ, რომ პროექტების განხორციელების შემთხვევაში, მოსახლეობას კითხვის ნიშნები არ უნდა ჰქონდეს.

მსგავსი