დიალოგის დაწყების მიუხედავად, ჰესის გარშემო პროტესტი არ ცხრება.
წინააღმდეგობის მთავარი ცენტრი ისევ გუმათის დასახლებაა. ადგილზე მიმდინარე საპროტესტო აქციას დღეს „ქართული მარშიც“ შეუერთდა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების მთავარი მოთხოვნაა, რომ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა გაიხსნას და სწორედ იქ მიეცეთ პროტესტის გამოხატვის საშუალება. აქტივისტების აზრით, დეტალურად უნდა იყოს განხილული ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება. დიალოგის და დეტალური მსჯელობის გარეშე რიონის ხეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის მოწინააღმდეგეები რეგიონების პიკეტირებას და პროტესტის დედაქალაქში გაგრძელებას აანონსებენ. საგნობრივი დისკუსიის შეთავაზების შემდეგ ინვესტორი კომპანია ბოლო დღეებში დუმს.