ცვლილებებია სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ფერმერებს ბაღების მოვლა-პატრონობაში და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება.
„დანერგე მომავლის“ ბენეფიციარები რამდენიმე დამატებითი შეღავათით ისარგებლებენ. მარტივდება 2015 წლიდან ამოქმედებულ პროგრამაში ჩართვა, იზრდება მთავრობის მიერ გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობაც. ბაღების და ახალი კულტურების გაშენება, მოდერნიზება, სარწყავი და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა, – ეს ის მთავარი კომპონენტებია, რომლებსაც ოთხი წლის წინ დანერგილი პროგრამა ბენეფიციარებს სთავაზობს.
მარიამ ბერძენიშვილი გვეტყვის, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ის ფერმერები, რომლებსაც ახალი ბაღების გაშენება ან არსებულის მოდერნიზება სურთ.