პროფკავშირებმა მინიმალური სახელფასო ანაზღაურების დაწესების მოთხოვნით აქცია გამართეს. პარლამენტთან შეკრებილების თქმით, დასაქმებულმა მინიმუმ 636 ლარი უნდა მიიღოს, რაც საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ია. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ასევე დაარეგისტრირა პარლამენტში ინიციატივა ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ.