ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა

15:22, 08.09.2020

პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა კანონის დონეზე ხელფასის მინიმალური ოდენობის დაწესებას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისი ინიციატივა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მოამზადა. ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და კენჭისყრაზე ჩავარდა. ბექა ნაცვლიშვილი მინიმალურ ხელფასად 500 ლარის განსაზღვრას ითხოვდა. მმართველმა გუნდმა განმარტა, რომ ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერდა, რადგან ეს დასაქმებული პირების სამსახურიდან გათავისუფლებას  გამოიწვევს.

მსგავსი