გაფიცვა გურიაში  

ოზურგეთში „გურია ექსპრესის“ გაფიცულ თანამშრომლებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე სოლიდარობას უცხადებს.

ირაკლი პეტრიაშვილი პროტესტის მონაწილეებს ადგილზე შეხვდა. გაკეთდა მიმართვა თურქეთის ელჩისა და საქართველოს მთავრობის სახელზე. აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს ბორჯომის ქარხნის დასაქმებულებმაც. გურიაში ჩასულმა პროფკავშირების წევრებმა აქციის მონაწილეებს ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხა გადასცეს და მხარდაჭერას დაჰპირდნენ. გაფიცვა 28 დღეა მიმდინარეობს, დასაქმებულები ხელფასების მატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

„გურია ექსპრესში“ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებზე კომენტარს არ აკეთებენ.