ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის „კომპქატის“ შედეგად შექმნილი პროფესიული განათლების პროგრამები წარმატებულად შეაფასა ამერიკის კვლევითმა ორგანიზაციამ Mathematica-მ. კვლევითი ორგანიზაციის შესწავლით პროგრამის შედეგად, გაიზარდა მოთხოვნა პროფესიული განათლების პროგრამებზე სწავლის მსურველების, ასევე გაიზარდა გადამზადებული კურსდამთავრებულების დასაქმებისა და ანაზღაურების პროცენტული მაჩვენებლები. „კომპაქტის“ შედეგად შექმნილი 60-ზე მეტი პროგრამა აგრძელებს სტუდენტების მიღებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „კომპაქტის“ ფარგლებში, პროფესიული განათლების გასავითარებლად 16 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. პროექტის განხორციელებაში ჩართულები იყო საქართველოს მთავრობა კერძო სექტორი და განათლების სექტორის წარმომადგენლები.