პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2023-ის ღონისძიება გაიმართა. გამარჯვებულთა დაჯილდოებაში განათლების მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. 2023 წლის კონკურსში გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ. გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით კონკურსის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა. ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის საელჩომ საქართველოში ფინალისტებს სპეციალური პრიზები გადასცეს. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, 2017 წლიდან იმართება.