„მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ – ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში, ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების მიზანი მედიაწიგნიერების თემაზე მომუშავე პირების ერთ სივრცეში გაერთიანება და მათთვის ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგების გაზიარებაა. პროექტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.