პროექტის პრეზენტაცია

საქართველოს 4 დასახლებულ პუნქტში მზის ენერგიის გენერირების პანელები დამონტაჟდა – თიანეთის მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროში, რუსთავსა და თბილისში.

პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს სათბური გაზების ემისიის შემცირების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. პროექტი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” ინიციატივით ხორციელდება და მისი ღირებულება 300 000 ევროა, რომლის ნახევარზე მეტს ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტრო აფინანსებს.