აშშ-ს ელჩის განცხადება

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ ოფისში შედგა, მასპინძელი ორგანიზაციის გარდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“და „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ ელჩს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები გააცნეს და სამომავლოდ ინფორმაციის გაცვლის თაობაზეც შეთანხმდნენ.

თავად ელჩი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პროცესი  ნამდვილად დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა როს უილსონმა პოლიტიკურ განხეთქილებებში შესვლა არ ისურვა.