რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ერთად, პროექტი „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“ მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტში მონაწილეობას საქართველოს მუსლიმი თემის, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ეპარქიისა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები მიიღებენ. მეცადინეობები თბილისში, ახალქალაქში, მარნეულსა და გარდაბანში ჩატარდება.