პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ –  ახალი პროექტი, რომლის მიხედვით, მცირე და საშუალი ბიზნესის მხარდაჭერა მოხდება.  შეირჩევა 100 კომპანია, რომლებიც მუშაობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის სფეროში.

კომპანიები მიიღებენ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას მათ შორის მცირე გრანტებს. მათთვის  საერთაშორისო ექსპერტები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ. პროექტში ასევე ჩაერთვება აწარმოე საქართველოს 500 ბენეფიციარი. ,,ბიზნესი ახლოს ევროპასთან” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით იწყება, რომელსაც ეკონომიკური კვლევის ცენტრი განახორციელებს.