როგორ ამოვიცნოთ „ფეიკ-ნიუსი“, სად გადის ზღვარი ტყუილსა და მართალს შორის და როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას – ეს ის მთავარი კითხვებია, რომელთა შესახებაც „დემოკრატიის ლაბორატორიამ“ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით პროექტი დაიწყო.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების განათლების ამაღლებისთვის სხვადასხვა აქტივობა ჩატარდება, რაც გულისხმობს კრიტიკული აზროვნების დონის გაზრდას და იმ ინფორმაციის შეფასებას, რომელიც ტრადიციულ და ონლაინ მედიაში ვრცელდება.