მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პოზიცია

ამერიკის საელჩოსა და არასამთავრობო სექტორისგან განმარტებას ელოდება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეც, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე ვერდიქტი გამოიტანა.

ლაშა ჩხიკვაძე გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ განაჩენის გამო ამერიკაში მოსამართლეთა ტრენინგ პროგრამიდან მოხსნეს. მაშინ მოსამართლე აცხადებდა, რომ პირად საუბარში მას საელჩოს წარმომადგენელმაც დაუდასტურა, რომ ჩხიკვაძის ვიზიტი ამერიკაში არასასურველი იყო.