ამერიკის საელჩოს განცხადება

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ პირთა შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოში ამერიკის საელჩო. განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო ყურადღებით აკვირდება ყველა იმ პირის საქმეს, რომლებიც 2 ივნისს მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. „განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“, – ამბობს საელჩო.