22 წლის წინ მიშელ ლეგრანი ჯანსუღ კახიძესთან ერთად თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე იდგა და შერბურის ქოლგებიდან თავის ცნობილ კომპოზიციას ასრულებდა.
წლების შემდეგ, იმავე სცენაზე, იგივე ორკესტრი თქვენთვის საყვარელ მელოდიას კიდევ ერთხელ შეასრულებს.
29 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში მსოფლიო კინოშედევრების ცნობილი საუნდტრეკები აჟღერდება. რეპერტუარში ქართული მუსიკაც მოხვდა.
კონცერტის გენერალურ რეპეტიციას გვანცა გიორგაძე დაესწრო.