არასაკმარისი ინფორმაცია და არასათანადო კომუნიკაცია – იუნისეფის ქართული წარმომადგენლობა ქართველ ექიმებსა და პაციენტებს შორის არასრულყოფილი ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობს.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში არაერთი საჩივარია შესული, სადაც მოქალაქეები მათ მიმართ სამედიცინო დაწესებულებების და მედიკოსების არასათანადო მიდგომებს ასაჩივრებენ. ძირითადი პრეტენზიები დიაგნოზებზე და მკურნალობის მეთოდებზე ინფორმაციის არასწორად და გაუგებრად მიწოდებას ეხება. პრობლემის აღმოსაფხვრელად იუნისეფის საქართველოს წარმომადგენლობა ახალ პროექტს იწყებს. პროექტი ექიმების გადამზადებას გულისხმობს.