ახალციხეში, 12 მუნიციპალიტეტის მერებისა და მერის მოადგილეების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ბავშვზე ორიენტირებული და დეცენტრალიზებული სოციალური პროგრამირების გაძლიერების საკითხები განიხილეს. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის ფარგლებში შედგა, რომლის სახელწოდებაა „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში. პროექტს გაერო-ს ბავშვთა ფონდი ახორციელებს. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის განვითარება, რათა ბავშვებს და მათ ოჯახებს უკეთესი დახმარება გაეწიოთ.