შიდა საუბნო გზების მოწესრიგების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ მოქალაქეები მარტვილის მუნიციპალიტეტში. „მოამბე რეგიონები“ სოფელ ლეხაინდრაოში ჩავიდა. ეს ერთ-ერთი დიდი სოფელია მარტვილის მუნიციპალიტეტში. მარტვილამდე დაიგო ასფალტის ცენტრალური საავტომობილო გზა, თუმცა სოფლის შიდა გზები იმდენად ამორტიზებულია, რომ ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ.
აქვს თუ არა შიდა საუბნო გზების მოწესრიგების გეგმა ადგილობრივ ხელისუფლებას, – საკითხი ნატალია ბერულავამ და მურად ფარცვანიამ გაარკვიეს.