პრობლემური ნაგავსაყრელები

პლასტმასის ბოთლების გარდა, ქვეყნის ეკოლოგიას და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს ნაგავსაყრელებიც უქმნის. ეს საკითხი ქვეყანაში წლებია მოუგვარებელია.

მძიმე სიტუაცია განსაკუთრებით რეგიონებშია, სადაც მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ნაგავსაყრელები მჭიდროდ დასახლებულ უბნებთან ახლოსაა.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებული ხელშეკრულება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებას და შესაბამისი ქარხნების მოწყობასაც ითვალისწინებს.

მსგავსი საწარმოები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს.

ილია კილაძე არკვევდა, როდის იგეგმება ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნების გახსნა საქართველოში.