იმ პროდუქციას შორის, რომელიც ბოლო პერიოდში გაძვირდა, ხორცის და რძის პროდუქტებიცაა. ფასმა საშუალოდ 15%-ით იმატა.
მთავარ მიზეზად მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის შემცირება სახელდება, რასაც სფეროს წარმომადგენლები მათი ექსპორტის ზრდით ხსნიან. მეცხოველეობის დარგში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრო საექსპორტო პირობების გამკაცრებას გეგმავს. უწყება შექმნილ ვითარებაში გამოსავალს ფერმერული მეურნეობების განვითარებაში და უცხოეთიდან მაღალპროდუქტიული პირუტყვის შემოყვანაში ხედავს.