პრეზიდენტობის კანდიდატები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდებიან
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით პრეზიდენტობის კანდიდატები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დავით ბაქრაძეს, დავით უსუფაშვილს და შალვა ნათელაშვილს შეხვდებიან და პრობლემებსა თუ კანდიდატთა ხედვებზე მათთან ერთად კითხვა-პასუხის რეჟიმში იმსჯელებენ.
„მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის კოორდინატორის განცხადებით, შეხვედრა მიზნად ისახავს მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. ამ ფორმატში პრეზიდენტობის კანდიდატები მათ პროგრამებს და ხედვებს წარადგენენ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს კი შესაძლებლობა ეძლევათ, მათი რეგიონებისთვის პრობლემური საკითხები დასვან.