ალექსანდრე ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი პირადი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი ალექსანდრე ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ბერულავა ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდო მისი ოჯახის წევრებს გადასცა.
ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ომის დაწყებისას, 1992 წლის 14 აგვისტოს, ქალაქის ცენტრში ის ბოევიკებმა დაატყვევეს. გუდაუთაში სეპარატისტების ბაზაზე ხანგრძლივი წამების შემდეგ მისი განთავისუფლება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით მოხერხდა.
ჟურნალისტი 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დროს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში, ჟიული შარტავასა და საბჭოს შენობაში დარჩენილ სხვა გმირებთან ერთად დახვრიტეს.