პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პარლამენტში მწვავე პოლიტიკური დებატებისთვის ემზადებიან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ბოლოჯერ წარდგება. პრეზიდენტის გამოსვლის აქცენტები ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლებზეც სახელმწიფოს მეთაურს დიდი ალბათობით განმარტებების გაკეთება მოუწევს.

სახელმწიფოს მეთაურის მიმართვის შემდეგ ტრიბუნას მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები დაიკავებენ, რა დროსაც პრეზიდენტის მისამართით არაერთი მწვავე შეკითხვის დასმა იგეგმება.