საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ. ილია დარჩიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა, მათ ხუთი კითხვა აქვთ. ოპოზიციის ინტერესის საგანი საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობაა.

ოპოზიციის კითხვა ეხება იმას, თუ რატომ არ შეათანხმა მთავრობამ ეს საკითხი პარლამენტთან და შეიცვალა თუ არა ქვეყნის საგარეო ვექტორი – როგორი იყო ილია დარჩიაშვილის პასუხები, ამას თეონა მანაგაძე გვეტყვის.