უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი, სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვაკანტური იქნება.
ავლაბრის სასახლეში მიმდინარე სამკვირიანი კონსულტაციები გიორგი მარგველაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დასრულდა. პრეზიდენტი ნინო გვენეტაძის შემცვლელის კანდიტატურის პარლამენტისთვის წარდგენის აზრს ვეღარ ხედავს. მიზეზად კონსულტაციებში მმართველი პარტიის არმონაწილეობა სახელდება. არგუმენტი გაუგებარია საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რომელიც პრეზიდენტს საკონსტიტუციო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მწვავედ აკრიტიკებს.
შეგახსენებთ, რომ გვენეტაძის შემცვლელის შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციების დროს სახელმწიფოს მეთაურის მიმართ კითხვები და შენიშვნები მესამე სექტორსაც გაუჩნდა.