პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნის საკითხზე უმრავლესობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების ერთმანეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, პოლიტიკური სპექტრი აფასებს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გასულ წელს სამი, ხოლო რამდენიმე კვირის წინ ორი ელჩის დანიშვნაზე მთავრობამ მიმართა პრეზიდენტს, თუმცა, ერთ შემთხვევაში პასუხი არ გაუცია, ხოლო მეორე შემთხვევაში, უარი თქვა.

ოპოზიციის ნაწილი პრემიერსა და პრეზიდენტს მოუწოდებს, საჯარო ურთიერთკრიტიკის ნაცვლად, არსებულ რთულ ვითარებაში დამატებითი კომუნიკაცია შეძლონ და საკითხი კოორდინირებულად შეათანხმონ.

მოამბე