პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა ის საკანონმდებლო ინიციატივა იყო, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არა საჯარო მოხელეებად, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან.
არასამთავრობოებმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და მრჩევლისგან ინფორმაცია მიიღეს და საკუთარი პოზიცია გააცნეს.