კორონავირუსით დაინფიცირების მასშტაბები იზრდება.
იმ ქვეყნებს, სადაც ვირუსული ინფექცია დაფიქსირდა, ინდოეთიც დაემატა. ბოლო მონაცემებით, დეკემბრიდან დღემდე დაღუპულია 81 ადამიანი. პეკინში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ჩავიდა, რომელიც მედიკოსთა ჯგუფებთან ერთად მკურნალობის გზების მოძიებას და ანტივირუსული პრეპარატის შემუშავებას ცდილობს. საქართველო „მწვანე ზონაშია“, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში საშიში ვირუსით დაინფიცირების საფრთხე მინიმალურია. თუმცა აეროპორტებში უკვე მიღებულია პრევენციული ზომები, -სპეციალური აპარატურით მოწმდება ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრი. ამ ეტაპზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისები მაინც სრულდება, თუმცა აიკრძალება ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი.
ერთ-ერთი ვერსიით, კორონავირუსის ახალმა სახეობამ მუტაცია ღამურიდან განიცადა.