ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პრეს-ტური უცხოელი ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, მათ შორის კულინარიულ მასტერკლასს. ბულგარეთის ეროვნული ტელევიზიის გადაცემის, Lifestyle-ს პროდიუსერი და ოპერატორი, ასევე ჟურნალის, Biograph-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსაც მოინახულებენ. გაეცნობიან ტურისტულად საინტერესო ადგილებს. ბულგარელმა ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ძველი თბილისი და კახეთში გაემგზავრნენ, სადაც წინანდალს, ნაფარეულს, ალავერდსა და სიღნაღს მოინახულებენ.
.