ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

12:09, 02.09.2022

რუსებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური საერთაშორისო სააგენტოს მისიასთან ერთად მყოფი ჟურნალისტები არ შეუშვეს – ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა. ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ოკუპანტები ცდილობენ, ინსპექტორების ვიზიტი უბრალო ექსკურსიად გადააქციონ. ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ექსპერტები ზაპოროჟიეს სადგურზე არსებულ საფრთხეებს სათანადოდ შეაფასებენ.

მსგავსი