ოლიგარქიული მმართველობის შესახებ ოპონენტების ბრალდებებს პრემიერ-მინისტრი ღია წერილით პასუხობს. ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის როლსა და ფაქტორზე საუბრობს და განმარტავს, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა და მთავრობის გადაწყვეტილებები მისი კარნახით არ მიიღება. „იმედი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, ჩვენს გუნდსაც შეიძლება ჰქონდეს და საზოგადოებასაც, ჩვენი ოპონენტები თუ ამაში პრობლემას ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება“- აღნიშნულია მთავრობის მეთაური განცხადებაში, რომელიც მან „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა.
პრემიერის წერილს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.