პრემიერ-მინისტრის წერილი

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი ოლიგარქიული მმართველობის შესახებ ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს. პრემიერი წერს, რამდენად სერიოზულ როლს ასრულებს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში და აქვე განმარტავს, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა და მთავრობის გადაწყვეტილებები მისი კარნახით არ მიიღება. „იმედი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, ჩვენს გუნდსაც შეიძლება ჰქონდეს და საზოგადოებასაც, ჩვენი ოპონენტები თუ ამაში პრობლემას ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება“ – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მოამბე