დღესვე პერსონალური მონაცემების დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატების შესარჩევი კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან, საქართველოს პარლამენტს ორ პირს წარუდგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე, ორ კანდიდატს წარადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად.