რუსთაველის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.
დიდ სცენაზე დასი წარმოადგენს სპექტაკლს „ტანგო“. ეს არის ამბავი ადამიანის თავისუფლების კრიზისზე.
სპექტაკლით რეჟისორი ცდილობს მაყურებელს აჩვენოს სამყარო, სადაც ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, მათ შორის ადამიანური ურთიერთობები.
პრემიერა რუსთაველის თეატრის სცენაზე 27 და 28 მაისს გაიმართება.