პრემიერა რუსთაველის თეატრში

გია ყანჩელის ორი ნაწარმოების პრემიერა შედგა რუსთაველის თეატრის სცენაზე. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ  სიმფონიურ  ორკესტრსა და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს, კახი სოლომნიშვილი და სვიმონ ჯანგულაშვილი დირიჟორობდნენ.

კონცერტზე კომპოზიტორის კიდევ ორი  ნაწარმოები შესრულდა, რომელთა პრემიერა უცხოეთში უკვე შედგა, საქართველოში კი პირველად შესრულდა.  კონცერტში მოწვეული ქართველი და უცხოელი სოლისტები მონაწილეობდნენ.

მოამბე