სავაჭრო პოტენციალის ათვისება, ავია-ფრენების დამატება, თანამშრომლობა სატრანსპორტო სფეროში, – ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობდნენ დღეს საქართველოსა და ყაზახეთის მთავრობების წარმომადგენლები.
ქალაქ ნურსულთანს, რომელსაც ასე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის საპატივცემოდ ეწოდა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტუმრობს. გაიმართა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და სენატის თავმჯდომარესთან.
ქართული დელეგაციის ვიზიტს ყაზახეთში სანდრო ჯუფალაკიანი აშუქებს.