საპარლამენტო დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტი გრძელდება

15:15, 26.03.2024

ბრიუსელში  COSAC-ის ფორმატში შეხვედრა გრძელდება. მასში ქართული დელეგაცია მონაწილეობს. დღეს დასკვნითი დღეა, რომელიც დოკუმენტის მიღებით დასრულდება. კანონის უზენაესობა და დემოკრატია ევროპაში – ეს არის დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა.  მორიგ პანელზე სიტყვით გამოვიდა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

მსგავსი