პრემიერ-მინისტრის განცხადება მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით
მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ჩარჩოს თვალსაზრისით, არ შეიძლება, ნაცრისფერი ზონა არსებობდეს, – ამის შესახებ კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ეს საკითხი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული და საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობოდეს.
რაც შეეხება ლიცენზიას და სხვა ნიუანსებს, მისივე განმარტებით, მთავრობის პოზიცია ამ მიმართულებითაც მკაცრი რეგლამენტირებაა.