პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას საქართველოს ურთიერთობების გადახედვის შესახებ, საქართველოს პრემიერი გამოეხმაურა. „ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის, გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება.