საქართველოს პრემიერ-მინისტრი ებრაელ ერს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის დიდ სინაგოგაში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა და ქართველი და ებრაელი ხალხის განსაკუთრებულ მეგობრობაზე ისაუბრა.
ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ ირმა კუპრეიშვილს, ლაშა შაყულაშვილს, იოსებ მიხელაშვილსა და მაყვალა გონაშვილს. ხანუქას დღესასწაულს თბილისის დიდ სინაგოგაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.