პრემიერ-მინისტრი დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულს დაესწრო

15:17, 08.12.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ებრაელ ერს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის დიდ სინაგოგაში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა და ქართველი და ებრაელი ხალხის განსაკუთრებულ მეგობრობაზე ისაუბრა.

ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ ირმა კუპრეიშვილს, ლაშა შაყულაშვილს, იოსებ მიხელაშვილსა და მაყვალა გონაშვილს. ხანუქას დღესასწაულს თბილისის დიდ სინაგოგაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი