სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. პრემიერ-მინისტრი სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები გუმბათის რესტავრაციას დაიწყებენ.
შეგახსენებთ, 25 ივნისს ძლიერმა ქარიშხალმა ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი დააზიანა, დაზიანებულია ასევე კრამიტის სახურავი, სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.