პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში უკრაინული მხარის ჩართვა მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზეა შესაძლებელი. – ამის შესახებ ანჯეი დუდამ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილის მონახულებისას განაცხადა. მისი თქმით, მას ძალიან კარგად ესმის უკრაინელების ემოციების, რომლებსაც ბოლო დღეებში რუსეთის მასობრივ სარაკეტო დარტყმებთან უწევთ გამკლავება. პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა და პოლონეთი მეგობრები არიან და ვარშავა გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას. მისივე თქმით, პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი ორივე ქვეყნის საერთო ტრაგედიაა.