პოლონეთის პრეზიდენტი: NATO-ს სამიტზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება სერიოზულად უნდა განიხილონ
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას განცხადებით, ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერება სერიოზულად უნდა განიხილონ.
დუდას თქმით, „ღია კარის“ პოლიტიკა არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ელემენტი. აღნიშნული განცხადება პოლონეთის ლიდერმა, ვარშავაში მიმდინარე ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა.