პოლონეთის პრეზიდენტის ინტერვიუ

„რუსეთს სურს დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები და მიიღოს მათგან სარგებელი“, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ტელეკომპანია „სიენენის“ წამყვან კრისტინ ამანპურთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამის კარგი მაგალითია უკრაინა, მაგრამ არსებობს სხვა ქვეყნებიც, მათ შორის საქართველო. პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პოლონეთის Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინაში გასაგზავნად მზად არის. მისივე განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ამჟამად პოლონეთში ტანკების მართვას სწავლობენ და უკრაინაში დასაბრუნებლად ერთი თვის განმავლობაში მზად იქნებიან.