დაძაბულობა მწვავდება ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე.
ბელარუსში მყოფმა მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთის საზღვრის გარღვევა კიდევ ერთხელ სცადა, რასაც პოლონელი სამხედროების მხრიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. პოლონური მხარე და ბალტიის ქვეყნები საზღვარზე შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გამორიცხავენ. ბელარუსის საზღვრის გასწვრივ ახლაც ასეულობით მიგრანტია მობილიზებული, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ. ბრიუსელის აზრით, ოფიციალური მინსკი ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩასულ პირებს ევროკავშირში გადასვლის პროცესში განგებ უწყობს ხელს. ევროკავშირის წინააღმდეგ მიგრანტების თემის იარაღად გამოყენებისთვის ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.