პოლიტიკური შეფასებები ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივაზე
პარლამენტის თავმჯდომარე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში ჩართვას არ გამორიცხავს.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხს ჯერ შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს.
საპარლამენტო ოპოზიცია პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგება.