ხმაური და ურთიერთბრალდებები პარლამენტში. პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. განცხადებების ძირითადი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტია. დღესვე სხდომაზე სადავო კანონპროექტზე მსჯელობა იგეგმება.